19 თებ 2026
დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში 20-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას პრეზიდენტი ტრამპი უხელმძღვანელებს და საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ღაზის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ ისაუბრებს. მშვიდობის საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმება 22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაფორმდა.
ტრამპის გეგმის თანახმად, მშვიდობის საბჭომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ღაზაში მშვიდობის უზრუნველყოფასა და ღაზის რეკონსტრუქციაზე და შემდგომში უფრო ფართო როლი შეასრულოს გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში.