კალიფორნიის შტატში ზვავმა მოთხილამურეები იმსხვერპლა

19 თებ 2026

კალიფორნიის შტატში ზვავის შედეგად რვა მოთხილამურე დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირების თქმით, ცხედრების ამოყვანა ამინდის არასათანადო პირობების გამო ამ დრომდე  ვერ ხერხდება.

ადგილზე დაახლოებით 50 მაშველი მუშაობს, თუმცა ამინდი და ხელახალი ზვავის მაღალი რისკი ოპერაციას ართულებს. 

ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მოთხილამურეთა ჯგუფი სამდღიანი ტურიდან სახლში ბრუნდებოდა. ჯგუფში სულ 15 ადამიანი იყო, 11 მოთხილამურე და ოთხი გიდი.