19 თებ 2026
დღეს, სეულის სასამართლო ექს-პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ერთდროულად რამდენიმე საქმეზეა ცნობილი, მათ შორის მისი დაკავებისთვის ხელის შესაშლელად საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობისთვის, ასევე ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და საომარი მდგომარეობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების შეუსრულებლობაში.