19 თებ 2026
მეტას აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს ჩვენება მისცა პროცესზე, რომელიც მისი კომპანიის სოციალური მედიის ბავშვებზე მავნე ზემოქმედების შესახებ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
მარკ ლანიერმა, იმ ქალის ადვოკატმა, რომელიც უჩივის ინსტაგრამსა და გუგლის იუთუბს ბავშვობაში მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო, ცუკერბერგს 2024 წელს კონგრესში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს, რომ 13 წლამდე ასაკის მომხმარებლებს პლატფორმაზე შესვლა არ შეუძლიათ.
საქმე ეხება კალიფორნიელ ქალს, რომელმაც ინსტაგრამისა და იუთუბის გამოყენება ბავშვობაში დაიწყო. იგი ამტკიცებს, რომ კომპანიები ცდილობდნენ მოგების მიღებას ბავშვების თავიანთ სერვისებზე წვდომით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ სოციალურ მედიას შეეძლო მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.
ის ამტკიცებს, რომ აპლიკაციებმა მისი დეპრესია და სუიციდური აზრები გამოიწვია და ცდილობს კომპანიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. მეტა და გუგლი უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ დამატებითი ფუნქციების შექმნაზე, რომლებიც მომხმარებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მეტა მიუთითებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების კვლევაზე, რომელმაც დაადგინა, რომ სოციალური მედია გავლენას არ ახდენს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუ მეტა წააგებს საქმეს, მას მოუწევს მოსარჩელისთვის კომპენსაციის გადახდა და ასეთი განაჩენი გავლენას მოახდენს სოციალური მედიის კომპანიების სანდოობაზე.