აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალი ონლაინ პორტალის შექმნაზე მუშაობს 

19 თებ 2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.  უწყება ამას ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს. პროექტს საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ხელმძღვანელობს.

იგეგმება ასევე  ვირტუალური კერძო ქსელის შექმნა, სადაც მომხმარებლის აქტივობაზე თვალყურის დევნება არ დაფიქსირდება.

სააგენტო როიტერი არ გამორიცხავს,  რომ პროექტმა, კიდევ უფრო დაძაბოს ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპაში აშშ-ის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობები, რომელიც ვაჭრობასთან დაკავშირებული დავების, უკრაინაში ომისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის გამო ბოლო დროს ისედაც დაძაბულია.