საბადურის პროექტი დასრულების ეტაპზეა

28 სექ 2025

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე  2 მასშტაბური პროექტი,  დასრულების ეტაპზეა.  კერძოდ -საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი თანმდევი ინფრასტრუქტურით;

ზედაზენის უბანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები და სამთო თავშესაფრები. პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს.