"თბილისი მარათონი" დასრულდა

29 სექ 2025

თბილისი მარათონი“ დასრულდა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 3500-მა რეგისტრირებულმა მრბოლელმა და 500-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რაც ორგანიზატორების განცხადებით,  მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა.

მარათონის გამარჯვებულები სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ დააჯილდოვა.

ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენის მიზანი ქველმოქმედება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის ხელშეწყობაა.