გახარია საქართველოსთვის განცხადება

29 სექ 2025

2025 წლის თვითმმართველობის საარჩევნო გარემო, დარღვევები, ზეწოლები ამ თემასთან დაკავშირებით „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაზა თავაძის ბრიფინგი გაიმართა. 

გახარიას გუნდში ყვებიან რომ  მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში, დავით მარგოშვილი, ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 როგორც პარტიაში აცხადებენ მან უკვე 1 კვირაზე მეტია მიმართა პროკურატურას, რომელმაც საქმე გადაამისამართა შსს-ში და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რითაც ფაქტობრივად უარი თქვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე.