მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობას არეულობა მოჰყვა

23 თებ 2026

მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის დროს უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, მეტსახელად „ელ მენჩო“ მოკლეს. მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერაცია ქვეყნის სპეციალური დანაყოფების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ოპერაციაში ჩართული იყო მექსიკის სამხედრო-საჰაერო ძალები და ეროვნული გვარდია. 

ოპერაციამ ქვეყანაში ძალადობის ტალღა გამოიწვია, რის შედეგადაც კარტელის წევრებმა  ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და ექვსზე მეტ შტატში მაგისტრალები  გადაკეტეს.

59 წლის ყოფილი პოლიციელი „ელ მენჩო“ ხელმძღვანელობდა კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელსაც აშშ-ში ნარკოტიკის  უზარმაზარი რაოდენობა გადაჰქონდა. აშშ-ს „ელ მენჩოს“ შესახებ ინფორმაციისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.