აშშ-ირანის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 26 თებერვლისთვის ჩაინიშნა

23 თებ 2026

ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის ომანის შუამავლობით მოლაპარაკება მომავალი კვირის ხუთშაბათს გაგრძელდება. მოლაპარაკების მიმდინარეობის ფონზე აშშ-მა დიდი რაოდენობის სამხედრო ძალებს მოუყარა თავი ირანის მახლობლად.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 22 თებერვალს განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, მისი ქვეყანა საპასუხო დარტყმას მიაყენებს აშშ-ის ობიექტებს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ის მაინც ხედავს დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობას. 

აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მუქარა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მოძრაობამ მასშტაბური დარბევა გამოიწვია, რამაც, უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ჟენევაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ ამზადებს შეთანხმების წინადადების პროექტს, რომელიც თავიდან აიცილებს სამხედრო მოქმედებებს.