აშშ-ის რამდენიმე შტატში ზამთრის შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

23 თებ 2026

ამერიკის რამდენიმე შტატს ერთდროულად ზამთრის შტორმი უტევს. ძლიერი ნალექისა და ქარის გამო ნიუ-იორკის, პენსილვანიის, ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის და მასაჩუსეტსის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ნიუ-იორკში 2017 წლის შემდეგ პირველად არის ქარბუქის საფრთხის შესახებ გაფრთხილება.

მერმა ზოჰრან მამდანიმ ქალაქის ქუჩებში არასაჭირო ტრანსპორტის, მათ შორის ველოსიპედებისა და სკუტერების გადაადგილება აკრძალა, დაიხურა სკოლები.  

ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის 100 წევრი გაგზავნეს იმ ადგილებში, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდა ძლიერი თოვლისა და სანაპირო ქარებისგან.