თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

01 ოქტ 2025

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინიციატივა ეროვნულ სკრინინგის ცენტრს ეკუთვნის,რომლის მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.

აღსანიშნავია, რომ 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.