4 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია - პოლიტიკური შეფასებები

01 ოქტ 2025

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აცხადებს, რომ 4 ოქტომბერი მათთვის მხოლოდ არჩევნების დღეა, რასაც არ ეთანხმება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პარტია. აქ აცხადებენ, რომ რეალურად ოპოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ  დაგეგმილ აქციაზე პასუხისმგებლობა ორგანიზატორებთან ერთად ევროპელმა ლიდერებმაც უნდა აიღონ.