შეხვედრა უნგრეთის ელჩთან

01 ოქტ 2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრი უნგრეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს.

ყურადღება გამახვილდა 2026 წელს დაგეგმილი ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის საორგანიზაციო საკითხებზე.