„მუსიკალური ბათუმი 2025" - დასკვნითი კონცერტი

02 ოქტ 2025

„მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა სპეციალური პროგრამით წარსდგა.

შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პოპულარული საგუნდო ნაწარმოებები.