ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულების გახსენება

02 ოქტ 2025

გაგრის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულები გაიხსენეს.

აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.