ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა

25 თებ 2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საავტომობილო საწვავის ხარისხს რეგულარულად ამოწმებს.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა.

დარღვევებზე ოქმები შედგენილია, ჯარიმების ჯამური ოდენობა მილიონ ლარზე მეტია.

ბენზინი კი სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.