ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა

25 თებ 2026

სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უარესდება და ეს ძალიან სწრაფად ხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშის პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა. კიდევ ერთი ევროპარლამენტარი  ტობიას  კრამერი  აცხადებს, რომ   გაფართოების საკითხზე ევროკომისიის მოხსენება საქართველოსთან მიმართებაში სრულიად მართებულია.