რას შეცვლის ახალი რეგულაციები?

30 მაი 2016

დაახლოებით 34 ათასი ლარი  შევიდა მერიის ბიუჯეტში შარშან -  ღია კაფეებისა და ტროტუარზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის გაცემული ნებართვის მოსაკრებლის სახით. შარშან 239 ასეთი ნებართვა დაიშვა.  წელს რამდენი - ჯერ უცნობია, თუმცა ღია კაფეები  და სხვა ობიექტები   ჩვენ სიუჟეტის თემა  - სხვა კონტექსტში გახდა. საკრებულოს 5 წლის წინანდელ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ  ბათუმში ღია კაფე ბორდიურიდან 75 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული, სავალი ნაწილიდან კი – ორი მეტრით.  არსებული წესით, გამოდის რომ ტროტუარის მეტ წილს ითვისებს ობიექტი. შესაბამისად, ქვეითთა სავალი ნაწილი ანუ ტროტუარები თითქმის მთლიანად დაკავებულია. მერიამ  ცვლილების  პაკეტი მოამზადა.  ახალი რეგულაციების ამოქმედებამ  სურათი უნდა შეცვალოს.