25 თებ 2026
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება - წერს სოციალურ ქსელში ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.
"სანიაღვრე სისტემის სრული რეაბილიტაცია და ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება უკვე დავასრულეთ ლუკა ასათიანის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, ასევე, მარჯანიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტი სხვა ქუჩებზე გადაინაცვლებს.
პროექტის ფარგლებში ჯამში 16 ქუჩისა და მონაკვეთის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას",- აღნიშნავს გიორგი ცინცაძე.