02 ოქტ 2025
უკრაინამ რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად 185 სამხედრო მოსამსახურე და 20 მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა სამშობლოში- განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა და ახლა ისინი საბოლოოდ სახლში არიან“ - წერს ზელენსკი ტელეგრამზე.
ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ 7 ათასზე მეტი ადამიანი დააბრუნა სამშობლოში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან 185 რუსი სამხედრო ტყვე, ასევე 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.
რუსეთის თქმით, სამხედრო ტყვეთა გაცვლა შეესაბამებოდა 23 ივლისს სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღწეულ შეთანხმებებს.