კრემლი

02 ოქტ 2025

კრემლში აცხადებენ, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს მიაწვდის რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის, რუსეთსა და დასავლეთს შორის სახიფათო ესკალაციის ახალი რაუნდი დაიწყება.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში იციან, რომ შეერთებული შტატები ასეთ ნაბიჯს განიხილავს და თუ ამას გააკეთებს, მაშინ რუსეთისგან პასუხს მიიღებს.

„თუ ეს მოხდება, ეს იქნება დაძაბულობის ახალი სერიოზული რაუნდი, რომელიც რუსული მხარისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს“, - განუცხადა პესკოვმა კრემლის კორესპონდენტ პაველ ზარუბინს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის მიერ „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მოთხოვნას.