02 ოქტ 2025
მანჩესტერში სინაგოგასთან ახლოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი მივიდა.
თვითმხილველების თქმით, მათ ხმაური გაიგონეს. სავარაუდოდ ეს ხმაური გამნაღმელთა მიერ საეჭვო მოწყობილობის აფეთქებას მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე ბრიტანული სპეცრაზმის ვერტმფრენიც შენიშნეს. უცნობი პირი გამვლელებს ჯერ მანქანის შეეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაესხა თავს.
მანჩესტერის მერმა მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით მოსახლეობისთვის საფრთხე აღარ არსებობს.
პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მომხდარის გამო სტოკჰოლმში ვიზიტი შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა. ლონდონში ისრაელის საელჩომ დაგმო მანჩესტერში სინაგოგაზე თავდასხმა.