26 თებ 2026
ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ავტომანქანები. ზაპოროჟიეს რეგიონში, რომელიც ხშირად ხდება თავდასხმების ეპიცენტრი, ასევე მდებარეობს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება. რუსული დრონების სამიზნე დედაქალაქიც იყო.
დილიდან კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩამოგდებული რაკეტებისა და დრონების ნამსხვრევების შედეგად ქალაქის სამ რაიონში რამდენიმე შენობა დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა.