26 თებ 2026
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კიევი ომის საკითხის მოგვარების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნების ლიდერების შეხვედრას ელოდება.
„ეს არის ერთადერთი გზა ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადასაჭრელად და საბოლოოდ ომის დასასრულებლად“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ტრამპთან ერთად განიხილა მომავალი მოლაპარაკებებისთვის მზადება, მათ შორის ჟენევაში ორმხრივი შეხვედრა და მარტის დასაწყისში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამმხრივი მოლაპარაკებების რაუნდი.