26 თებ 2026
კუბის თავდაცვის ძალებმა საპასუხო სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს და ექვსი დაჭრეს ფლორიდაში რეგისტრირებული სწრაფმავალი ნავის ბორტზე, რომელიც კუბის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა კუბის სანაპირო დაცვის პატრულს- განაცხადა კუბის მთავრობამ.
შეიარაღებული ჯგუფი შეერთებული შტატებიდან შაშხანებით, პისტოლეტებით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და ტელესკოპური სამიზნეებით კუბაში შეღწევას ზღვით აპირებდა. დაშავებულების ევაკუაცია მოხდა და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ, ოპერაციისას ასევე დაიჭრა კუბის პატრულის მეთაური.
ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა კუნძულზე ნავთობის თითქმის ყველა მიწოდება დაბლოკა, რამაც გაზარდა ზეწოლა კომუნისტების მიერ მართულ მთავრობაზე.