26 თებ 2026
მიგრაციის საკითხები იყო მთავარი თემა, რომელზეც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს.