თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან სცენას ამონტაჟებენ

04 ოქტ 2025

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან სცენას ამონტაჟებენ. ადგილზე საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნება.

როგორც ცნობილია, დღეს, რუსთაველის გამზირზე, 16:00 საათზე საპროტესტო აქცია არის დაანონსებული.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრებაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. ისინი ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასაც“ აანონსებენ.