04 ოქტ 2025
არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. საარჩევნო პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. დამკვირვებლები ამბობენ რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში