აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის მონიტორინგი მიმდინარეობს

24 მაი 2017

აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის მონიტორინგი დაიწყო. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სავაჭრო ობიექტებიდან სინჯებს იღებენ და  აკრედიტებულ ლაბორატორიაში ამოწმებენ.

წელს 15 სავაჭრო ობიექტიდან სხვადასხვა დასახელების  30 შხამქიმიკატის ნიმუშს აიღებენ.  მონიტორინგი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის, ,,მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის” ფარგლებში ხორციელდება.