17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.5% შეადგინა - ცესკო

04 ოქტ 2025

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,5%-ია.

მათივე ცნობით, კენჭისყრა, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე.