ბსუ-მ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ავტორიზაცია მოიპოვა

27 თებ 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ავტორიზაცია მოიპოვა. ავტორიზაცია ბსუ-ს 6 წლის ვადით მიენიჭა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.

"ეს წარმატება ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და სტუდენტების შრომისა და ერთგულების შედეგია.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში: ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს და უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს", – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.