28 თებ 2026
საფრანგეთი და იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ისრაელსა და ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
საფრანგეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, არ იმოგზაურონ ისრაელში, თუნდაც ტურისტული ან ოჯახური ვიზიტების მიზნით. საფრანგეთმა ასევე ურჩია რეგიონში მყოფ თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებსა და მიტინგებს და მოიძიონ თავშესაფრები.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ ირანი და უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ ახლო აღმოსავლეთში, უსაფრთხოების მუდმივად არასტაბილური მდგომარეობის გამო.
„იტალიელებს, რომლებიც (ირანში) ტურიზმის მიზნით იმყოფებიან ან რომელთა ყოფნა მკაცრად აუცილებელი არ არის, მოვუწოდებთ, დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.