ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა - პაატა ბურჭულაძე

04 ოქტ 2025

ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა ბოლომდეა.

„ვიდრე ერთად ვართ ვერავინ მოგვერევა, ასეც უნდა გავაგრძელოთ. სიწყნარე, სიმშვიდე, არ მოუსმინოთ არავის, ვინც სუს-ის ენით ლაპარაკობს და ნიჰილიზმს თესავს. ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, თუმცა ცუდადაც არ არის. ვიყოთ ერთად, ცოტა ხანში გეტყვით გეგმას, ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.