აქციის ყველა ორგანიზატორი დაკავებულია

05 ოქტ 2025

აქციის ყველა ორგანიზატორი, რომელიც პაატა ბურჭულაძემ აქციის დაწყებისას საორგანიზაციო კომიტეტის წევრებად  წარადგინა ყველა დაკავებულია. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.