01 მარ 2026
აიათოლა სეიდ ალი ხამენეის სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს გაუგზავნა.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას თქვენ, გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობარი ირანელი ხალხის მიმართ და მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ.
აიათოლა სეიდ ალი ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის. ამ რთულ დღეს მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია ალიევის წერილში.