დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს მისი სამხედრო ბაზებით სარგებლობის უფლება მისცა

02 მარ 2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-მა ლონდონს ბრიტანული ბაზების ირანის სარაკეტო დარტყმებისთვის გამოყენების თხოვნით მიმართა. 

„ჩვენ გადავწყვიტეთ დავაკმაყოფილოთ ვაშინგტონის  ეს თხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის თავდასხმები რეგიონში“, - განაცხადა  სტრამერმა  იქს-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობდა ირანზე ამერიკა-ისრაელის ერთობლივ საჰაერო დარტყმებში და  არ შეუერთდება მას. 

მისი თქმით, სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის პარტნიორებმა სთხოვეს რომ მეტი გაეკეთებინა მათ დასაცავად და მისი მოვალეობა იყო ბრიტანელების დაცვა.