ირანში სამხედრო ოპერაცია მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება - ტრამპი

02 მარ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ ირანზე დარტყმებმა ასობით სამიზნეს მიაღწია და ქვეყნის საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

ტრამპის თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა ირანის რევოლუციური გვარდიის ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, გარდა ამისა, მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით ოპერაციები მიზნების მისაღწევად სრული ძალით გრძელდება. ასევე ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ირანელი ხალხი მიესალმა თავდასხმას და აითოლა ალი ხამენეის სიკვდილს.