საავადმყოფოში გაჩენილმა ხანძარმა 6 პაციენტი იმსხვერპლა

06 ოქტ 2025

ექვსი პაციენტი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ინდოეთის  ქალაქ ჯაიპურის სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. 

ცეცხლი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში  სავარაუდოდ მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა - განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ხუთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 13 უსაფრთხოდ  ევაკუირებულია სხვა საავადმყოფოში.