ბათუმში ვარშანიძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში, გზის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

06 ოქტ 2025

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა შეიზღუდა ვარშანიძის ქუჩაზე - შამილაძის ქუჩიდან ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში. 

შესაბამისად, №7 და №7ა ავტობუსების მარშრუტი დროებით შეიცვალა. ისინი იმოძრავებენ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტით:

ვარშანიძის ქ. → შამილაძის ქ. → მელიქიშვილის ქ. → ბაგრატიონის ქ. → ასათიანის ქ.
უკუმიმართულებაც იგივე დარჩება.

ავტოტრანსპორტის სამსახურის ცნობით, დღეიდან აღდგა სატრანსპორტო მოძრაობა ვარშანიძის ქუჩაზე - გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან შამილაძის ქუჩამდე მონაკვეთზე.

ბათუმის ავტოტრანსპორტი მოსახლეობას და მგზავრებს სთხოვენ, გადაადგილებისას გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილებები.