03 მარ 2026
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, საფეხმავლო ბილიკზე, კაფე-ბარებზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი დასრულდა.დემონტაჟის შემდგომ ტერიტორია სრულად დასუფთავდა - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას.