4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართება

07 ოქტ 2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის თემა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იქნება.

აკრედიტებულ ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი 11:00 საათზე შეხვდება.