03 მარ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა.
დავით გაბაიძის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დოკუმენტი სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან.