03 მარ 2026
საზოგადოება დღეს პოეტ ცისანა ანთაძეს ემშვიდობება, მას ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ,მანამდე კი პოეტის სამოქალაქო პანაშვიდი ბარბარეს ეკლესიაში დილიდან მიმდინარეობს.
პოეტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი არა ერთი კრებულის ავტორია.
მიღებულია აქვს ფრიდონ ხალვაშის, დავით აღმაშენებლისა და ანა კალანდაძის სახელობის პრემიები. იყო 20-ზე მეტი წიგნის რედაქტორი, ასევე ჟურნალ "ჭოროხისა" და გაზეთ "აჭარა P.S"-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის კულტურის სამინისტროს სიგელით, მიღებული აქვს "ქართული კულტურის ამაგდარის'' წოდება.