03 მარ 2026
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა.
დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პირველი ლედი, და პარლამენტის წევრები.
ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.