04 მარ 2026
ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.
"ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს, 18:00 საათიდან 14 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ხოლო 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით - პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო",- წერია მერიის განცხადებაში.