ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი მეწყერში მოჰყვა

08 ოქტ 2025

ინდოეთის ჰიმაჩალ-პრადეშის  შტატში კერძო ავტობუსის მეწყერში მოყოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, ერთი ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტობუსში 18 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველები მძიმე ტექნიკის გამოყენებით შემთხვევის ადგილის მიწის მასისგან გასუფთავებას ცდილობენ.