ეუთო-ოდირის ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადება

08 ოქტ 2025

ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, "სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს".

სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ: “საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, მათთვის განაჩენების გამოტანა და დაჯარიმება.

მთავრობას ვალდებულება აქვს, შეასრულოს ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ვალდებულები, საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის არის მშვიდობიანი შეკრების პატივისცემა.