გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

08 ოქტ 2025

გარდაცვლილი იპოვეს გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აქვე გაგახსენებთ, რომ დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში დატოვეს.