05 მარ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი.
გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. გამოფენას დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია. გამოფენაზე საქართველოს სტენდი გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამი დღის განმავლობაში ITB ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან.